აპლიკაცია ZOOM-ის ფუნქციონირება გაურკვეველი მიზეზით შეწყდა

ვიდეო ზარისთვის განკუთვნილმა აპლიკაციამ ZOOM მუშაობა შეწყვიტა. აპლიკაცია პოპულარული გასული კვირების განმავლობაში გახდა, როცა სხვადასხვა დაწესებულება დისტანციურ მუშაობაზე და ონლაინ პლატფორმებით კომუნიკაციაზე გადავიდა.

ZOOM-ის პროგრამის ხარვეზის შესახებ მომხმარებლებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეტყობინებების გაგზავნა თბილისის დროით, 13:00 საათიდან დაიწყეს. მომხმარებელთა უმეტესობა ამბობდა, რომ პრობლემები შეექმნათ ავტორიზაციის გავლისა და ვიდეო ზარის განხორციელებისას. ხარვეზების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბევრი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ სწორედ ZOOM-ის საშუალებით განაგრძობდა პროცესს.

14:30 – აპლიკაციაში ხარვეზი აღმოფხვრილია. კომპანიას ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.