Zoom-მა, საქმიანი შეხვედრების გამხიარულების მიზნით, პლატფორმა განაახლა

Zoom-ის განცხადებით, შემთხვევითი და სახალისო ელემენტები, რომლებიც თანამშრომლებს ოფისში ყოფნისას აერთიანებს, ვირტუალური შეხვედრების დროს დაკარგულია. სწორედ იმისთვის, რომ მისი მომხმარებლებისთვის საქმიანი შეხვედრები უფრო მეტად მხიარული გაეხადა, Zoom-ის პროგრამამ თავის პლატფორმაზე გასართობი ელემენტების დამატება გადაწყვიტა.

Zoom-ის განახლებული ვერსია მოიცავს რამდენიმე ახალ ფუნქციას, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაასულიერონ საკუთარი გარეგნობა და შეიქმნან სასიამოვნო მომენტები დღის განმავლობაში. ესენია: განათების ცვლილებების, გამოსახულების ფილტრების, ხმაურის გაუქმებისა და მასზე რეაგირების ფუნქციები. ახალ მახასიათებლებს შორის, ასევე, გვხვდება ცხოველებისა და კოსტუმირების არაერთი ფილტრი.

გარდა გასართობი ფუნქციებისა, Zoom-მა გააუმჯობესა მისი პროფესიონალური მახასიათებლებიც. პროგრამამ განაახლა ხმაურის გაუქმების პარამეტრი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაცილებით უფრო სწრაფად რეაგირდეს ფონის ხმაურზე. ამასთან, განახლებული პლატფორმა მომხმარებელს unmute პარამეტრის საჭიროების გარეშე სწრაფი გამოხმაურების საშუალებას აძლევს. და, რაც მთავარია, თავად შეხვედრებისთვის, Zoom მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააკავშირონ თავიანთი ვიდეო PowerPoint-ის პრეზენტაციებს, რაც შეხვედრას გაცილებით უფრო ინტერაქციულს გახდის.

უნდა აღინიშნოს, რომ მათ, ვისაც შეხვედრების განმავლობაში პროფესიონალური ელფერის შენარჩუნება სურთ, საკუთარ ანგარიშსა და ჯგუფის წევრებისთვის ახალი ფუნქციების აპლიკაციის ვებ-პორტალში გაუქმება შეუძლია.

Zoom-ის განახლებული ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომია.