კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ვირტუალურ მომსახურებებზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. გამონაკლისი ამ მხრივ არც Zoom-ია. ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გაკვეთილების, ლექციების, კონფერენციებისა და, ზოგადად, შეხვედრების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას.
Zoom-ის დამფუძნებლი ერიკ იუანია. მისი შემოსავალი ერთ დღეში, მხოლოდ ორშაბათს (16 მარტი), $20 მილიონით გაიზარდა, 2020 წლის მოგების მაჩვენებელმა კი $2 მილიარდს მიაღწია. ამით იუანმა „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში“ მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე სწრაფად ზრდადი შემოსავლით და, გარდა ამისა, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაშიც მოხვდა. 2020 წლის დასაწყისში ის აღნიშნულ სიაში საერთოდ არ ფიგურირებდა, ახლა კი 274-ე ადგილს იკავებს $5.6 მილიარდიანი ქონებით.
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ორშაბათს $258 – მილიარდიანი ზარალი ნახა. სწორედ ამ დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, იუანის ქონება $20 მილიონით გაიზარდა.