TV პირველის საინფორმაციო სამსახურს 26 თებერვლიდან ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი უხელმძღვანელებს. არხზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მისი საავტორო გადაცემა პოლიტმეტრი, ჟურნალისტი დარჩება გადაცემის „პირველები“ თანაწამყვანადაც.
აღნიშნული ინფორმაცია არხის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა: „დღეიდან TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში.“