More than a brand, it’s a story ‒ შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ZARA, როგორც გამორჩეული სტილისა და ხასიათის ბრენდი, ქმნის ისტორიას და ხიბლავს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს.
საქართველოში ზარას პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა, 17 ოქტომბერს კი ბრენდს ახალი, მეოთხე ფილიალი, საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ დაემატა.
ZARA-ს კოლექციების სახელწოდებები და კონცეფცია ორ ძირითად პრინციპს ემყარება: სიახლე, რომელსაც ეს მასშტაბური ბრენდი სთავაზობს მის მომხმარებელს და ინდივიდუალური აღქმა, შთაბეჭდილება, რომელიც სწორედ ამ ბრენდის მიერ შეთავაზებული პროდუქციის საშუალებით ექმნება ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ გემოვნების ადამიანს.
“STAY MINIMAL” ‒ ZARA-ს მინიმალისტურ სტილში გამოვლენილი ესთეტიკა ამ ბრენდის სიმბოლოა და კავკასიაში ერთადერთი უახლესი კონცეფციის მატარებელია.
“WAYS TO WEAR” ‒ ეს ბრენდი ახალი და განსაკუთრებული გამოცდილებების აღმოჩენის შესაძლებლობებს გვაძლევს. მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი 96 ქვეყანაში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს.
“MOVE” ‒ ZARA-ს განსაკუთრებულად მჭიდრო კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან. დიზაინერების გუნდი მყისიერად პასუხობს მათ ცვალებად მოთხოვნას, სწრაფად რეაგირებს მოდის უახლეს ტენდენციებზე და მომხმარებელს საინტერესო იდეებს სთავაზობს.
“NOTES OF COLOR” ‒ ფერები, რომელთა შეხამებას მხოლოდ აქ შეხვდებით.
“JOIN LIFE” ‒ ღირებულებები, რომლებზეც თავად ეს ბრენდი დგას; ეკო-მეგობრული მაღაზიები, რაც ხაზს უსვამს ბრენდის მუდმივ სწრაფვას მდგრადი განვითარებისკენ.
ESSENTIALS ‒ ინოვაციური პროექტები, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, რომელიც ZARA-ს სავიზიტო ბარათია.
„ჩემთვის ზარას წარმატება ფინანსურ მაჩვენებლებში, კონკრეტულ რიცხვებში და ბრენდის მიერ დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებშია. სტილი, რომელიც ZARA-ს აქვს, მიმართულია იმ ტრენდებზე, რომლებსაც მოდის კვირეულებზე და საერთაშორისო შოუებსა თუ გამოფენებზე ვეცნობით, ცოტა ხნის შემდეგ, საკმაოდ მოკლე დროში კი, შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენც გავხდეთ მისი ნაწილი. თანამედროვე და მშვენიერი ‒ ასე შევაფასებდი მე მას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ფასები, რომელიც მისაღები და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
რატომ მიყვარს ზარა? გარემო, რომელსაც ის ქმნის ერთმანეთის გაძლიერებაზე, მხარდაჭერასა და სიყვარულით სავსე საქმის კეთებაზეა ორიენტირებული,“ ‒ ამბობს ZARA-ს ბრენდ მენეჯერი კავკასიის რეგიონში კატერინა გურდინა.
„ზარა, როგორც ბრენდი გამორჩეულია თავისი გაყიდვებით და პოპულარობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში მეოთხე მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება, პირველი სამის წარმატებამ და ქართველ მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციამ განაპირობა. ბრენდი ZARA ‒ ინფლუენსერია, ის ქმნის სტილს და ამკვიდრებს სტანდარტებს. ვფიქრობ, ყველა ქალს უყვარს ზარა, რადგან ჩვენი გუნდი არაფერს იშურებს იმისათვის, რომ მათ თავი უფრო ლამაზად, თავდაჯერებულად და გამორჩეულად იგრძნონ,“ ‒ აცხადებს Zara-ს და Inditex ჯგუფის საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის აღმასრულებელი დირექტორი იასინ სიბარი.
„ZARA გემოვნებას, სტილს და მისაღებ ფასებს აერთიანებს. აქ ყველას შეუძლია შეიძინოს მისაღებ ფასად ძალიან კარგი ხარისხის მოდური ტანსაცმელი,“ ‒ ამბობს მის საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელი ნინი გოგიჩაიშვილი.
MONDAY TO FRIDAY ‒ ეს კი, ალბათ, ის სიმარტივეა, რომელიც ZARA-ს მომხმარებელს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, უქმნის კომფორტის განცდას და სანდოობის შეგრძნებას, რაც განპირობებულია ამ გუნდის მეგობრული და მოსიყვარულე დამოკიდებულებით.
აქ, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.