საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და მის შედეგებთან საბრძოლველად ნინო ზამბახიძე ინიციატივით გამოდის. გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად:
„გადავხედე მსოფლიო სტატისტიკას კორონა ვირუსთან დაკავშირებით და არაფერი სახარბიელო არ ჩანს! ამბობენ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ დგას საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის საკითხი, თუმცა შორს არ ვართ – რასაც ვაკვირდები. მარტო სახელმწიფო და კერძო სექტორი ვერაფერს გახდება ამ მიმართულებით. მე და ჩემი გუნდი გამოვდივართ ინიციატივით, რომ შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი, სახელმწიფოს ვთხოვოთ გადაგვამზადონ და მინიმუმ პირველადი დახმარება ან სხვა სახის დახმარება გავუწიოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ დადგება ამის საჭიროება. რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება მით უკეთესი – რაც გამოგვდის კარგად არის კრიზისულ სიტუაციაში ერთად დგომა. ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!“