YouTube-ზე პირველი ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს – ზუსტად 15 წლის წინ ატვირთა. 18 წამიანი ვიდეოს ავტორი ჯოუდ კარიმი, YouTube-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ვიდეომ, სახელწოდებით “მე ზოოპარკში”, მას შემდეგ 90 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა.
YouTube-ის უძველესი ვიდეო სულაც არ არის სრულყოფილი, არანაირი გადამღები ჯგუფი, არანაირი მაკიაჟი – უბრალოდ ბიჭი, რომელიც სპილოებზე ლაპარაკობს.
ვიდეოს ატვირთვიდან ერთი წლის შემდეგ, კარიმმა და სხვა თანადამფუძნებელებმა პლატფორმა 1,65 მილიარდ დოლარად მიყიდეს Google-ს. YouTube-ის თანახმად, პლატფორმას ყოველთვიურად 2 მილიარდზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი სტუმრობს.