
Youtube-ის მფლობელმა კონგლომერატმა Alphabet Inc-მა განაცხადა, რომ ევროკავშირში ვიდეოებს დაბალ ხარისხში გაუშვებს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პირობებში ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნაა. ინფორმაცია დღეს დილით ექსკლუზიურად გაავრცელა საერთაშორისო გამოცემა Reuters-მა.
Youtube ამ ეტაპზე მეორე მსხვილი კომპანიაა Netflix-ის შემდეგ, რომელიც ვიდეოს ჩვენების ხარისხს შეამცირებს ევროკავშირის თხოვნის საფუძველზე, რათა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ადამიანებმა ხარისხნიანი ინტერნეტმომსახურების მიღება შეძლონ.