Xbox-ის ახალი HDR გრაფიკული მახასიათებელი

გავრცელებული ინფორმაციით, Xbox-ის განახლებული სისტემა დიდი ხნის ნანატრ ახალ HDR გრაფიკულ მახასიათებელს მიიღებს.

HDR სისტემის ახალი იდეის მიღმა იგულისხმება პარამეტრი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს მკვეთრი გამოსახულებისა და განათების მის ტელევიზორზე მორგება შეეძლება. სწორედ მკვეთრი გამოსახულებაა კალიბრაციის მენიუს მთავარი სარგებელი, რომელიც ოდნავ გაუფერულებული ტონებით კიდევ უფრო იკვეთება.

აღსანიშნავია, რომ PS4-მა მსგავსი კონსოლის HDR კალიბრაციის მენიუ ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. ახალი HDR ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ Xbox Alpha Skip Ahead-სა და Beta პროგრამებისთვისაა, თუმცა ძალიან მალე ფუნქციით სარგებლობა Xbox-ის ყველა მფლობელს შეეძლება.

HDR HGiG-ის Microsoft-თან თანამშრომლობის პირველი, დიდი ძალისხმევის შედეგია, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია HDR თამაშების განვითარების მიმართულებით.

წყარო: forbes