სახლი როგორც ავტოპორტრეტი | ინტერვიუ შორენა დარჩიაშვილთან

„რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სახლი არსებობს“

3 წლის წინ დაფუძნებული დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ბრენდით დღეს თბილისში 600 000 კვ.მ-ზე მეტი სამშენებლო ფართის პროექტები ხორციელდება. რაც 6 მიმდინარე დეველოპერულ პროექტს გულისხმობს, რომელთაგან 5 წარმოდგენილია თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბანში, საბურთალოზე.

კომპანია ემზადება კიდევ 3 ახალი პროექტი შესთავაზოს ბაზარს და ჯამში 9 მიმდინარე პროექტით იქნება წარმოდგენილი თბილისში, 2023 წლის ბოლომდე.

თეთრი კვადრატის აღმასვლის საიდუმლო მისი მმართველი გუნდის მრავალწლიან გამოცდილებაშია, რომლის წევრების მიერ არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი და ბრენდი შეიქმნა.

„თეთრი კვადრატი“ ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს 30 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“.

3-წლიანი ოპერირების განმავლობაში, კომპანიამ ბრენდის ცნობადობის მიმართულებით არაერთი საინტერესო საიმიჯო აქტივობა განახორციელა, თუმცა წელს, ზაფხულის დასაწყისში პირველად შესთავაზა ბაზარს სახლის, როგორც ხელოვნების ნიმუშის და ადამიანის მთავარი თვითგამოხატვის ადგილის მისეული ხედვა, საიმიჯო კომუნიკაციის ფარგლებში.

შორენა დარჩიაშვილს, „თეთრი კვადრატის“ გენერალურ დირექტორს ამ საიმიჯო კომუნიკაციასთან დაკავშირებით შევხვდით. შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ ვიდეორგოლზე, რომელიც კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა.

„თეთრი კვადრატის“ საიმიჯო კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

პროექტზე 3 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა JWT Metro-ს და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის და კრეატივის გუნდები.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, როცა იქმნებოდა „თეთრი კვადრატის“ ბრენდი, სწორედ კრეატიულმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა ბრენდის პლატფორმაზე, ვიზუალურ აიდენტიკაზე და ბრენდის ფილოსოფიაზეც.

„პირველი, რასაც ახალ სახლზე ფიქრობ, არის თუ რას გააკეთებ ამ სივრცისგან… რას შექმნი… როგორ დაიწყებ თეთრი ფურცლიდან და აქცევ მას თვითგამოხატვის უმთავრეს ადგილად“.

შორენა, მოგვიყევით რა არის საიმიჯო კამპანიის კონცეფცია, რის მიხედვითაც მომზადდა ვიდეო-რგოლი.

„თეთრი კვადრატის“ ოპერირებიდან 3 წლის თავზე, დადგა ის დრო, როცა ჩვენი პროექტების გარდა ჩვენს მომხმარებელს გვინდა გავაცნოთ კომპანიის ფილოსოფია და ბრენდის პლატფორმა რაზეც დგას „თეთრი კვადრატი“. გვინდა მოვუყვეთ რა ფასეულობები და რა შინაარსია ბრენდის მიღმა.

ჩვენი სლოგანი „დაიწყე ცხოვრება თეთრი ფურცლიდან“ რაღაც ახლის დაწყებას გულისხმობს თავის თავში და მოუწოდებს ადამიანს გადაშალოს, შექმნას ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი მის ცხოვრებაში.

თეთრი ფურცელი, ზოგადად, ასოცირდება რაღაც ახალთან და კარგთან.

სახლი ეს არის შემოქმედებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილი. ეს თავდაპირველადვე იდო ჩვენი ბრენდის პლატფორმაში.

შემდგომ უკვე რა დავალებაც მივეცით კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს საიმიჯო კამპანიასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ გვინდოდა სხვა კუთხით გაგვეცნო ჩვენი თავი ჩვენი მომხმარებლისთვის.

მომხმარებლები ჩვენი დეველოპერული პროექტებით კარგად გვიცნობენ და ახლა უკვე გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა და როგორ შეგვიძლია სახლს შევხედოთ განსხვავებული თვალით, გვინდოდა ჩვენს საიმიჯო კამპანიაში გამოგვეხატა.

მოგვიყევით უშუალოდ ვიდეო-რგოლზე, რომლითაც წარადგენთ ამ საიმიჯო კამპანიას.

ძალიან საინტერესოა ახალ სახლზე ფიქრის პროცესი… და აზრი – „მე ამისგან გავაკეთებ“ რომლის ინსპირაცია რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული ელდარ შენგელაიას ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენისგან“ მივიღეთ.

ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია ისიც, რომ ვიდეორგოლის მუსიკა გია ყანჩელის კინო-მუსიკის შედევრი „არაჩვეულებრივი გამოფენაა“.

ვიდეო-რგოლის მთავარი გმირი არის ავტორი, რომელიც სახლის მოწყობის პროცესს იწყებს თეთრი ფურცლიდან. ის არის სივრცის დიზაინერი, სიმშვიდის კომპოზიტორი, სიმყუდროვის მოქანდაკე.

სანამ ჩანაფიქრს არ განახორციელებს ვერ მოისვენებს, სულ იფიქრებს, სულ იგონებს, საუკეთესო იდეებზე ნადირობს, ეძებს, ეძებს… და ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, მაგალითად, ბავშვობის მოგონებებში პოულობს მთავარ ინსპირაციას.

მან უნდა შექმნას თავისი ავტოპორტრეტი. ყოველი წამის ნატურმორტი.

ცხოვრების მთავარი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც შეიძლება ლუვრში ვერ ვიხილავთ, მაგრამ აუცილებლად დიდი სიამაყით წარუდგენს ახალმოსახლეობაზე დაპატიჟებულ სტუმრებს.

„ეს არის საინტერესო თავგადასავალი, მოგზაურობა წარსულში, ფიქრებში და შთაბეჭდილებებში, რომლის შედეგადაც იბადება ხელოვნების ნიმუში – სახლი“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ახალი სახლის ყიდვის და მოწყობის პროცესი.

მნიშნველოვანია, რომ ადამიანი ცვალებადი არსებაა. დროთა განმავლობაში იცვლება ჩვენი სურვილები, ხასიათი, გემოვნება და ა.შ.

მაგალითად, რომ ვმოგზაურობთ და ჩამოვდივართ ახალი შთაბეჭდილებებით და გვინდა რაღაც სიახლე შევიტანოთ ჩვენს სახლშიც.

ჩვენი სახლი არის კავშირში ჩვენს სურვილებთან, გამოცდილებებთან და პიროვნებასთან.

ჩვენი ინდუსტრია ახლოს არის მოდის ინდუსტრიასთან, ხშირად იცვლება ტენდენციები, მოდა მიდის და როგორც ამბობენ ბრუნდება… ასე ვიცვლებით ჩვენ ადამიანები და შესაბამისად იცვლება ჩვენი მოთხოვნები ჩვენს სახლთან მიმართებაში.

ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ახალი რემონტი ჩავატაროთ ან ავეჯი შევცვალოთ. შეიძლება სულ რამდენიმე ნივთი გადავაადგილოთ და სრულიად განსხვავებული და ახალი ატმოსფერო შევქმნათ ჩვენს სახლში.

რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სახლი არსებობს… საიდან მოდის ეს აზრი?

ჩვენ რომ ჩავატაროთ ექსპერიმენტი და დავაკვირდეთ: ერთი და იგივე სახლი, იდენტური სარემონტო მასალებით და ავეჯით რომ მივცეთ ორ სხვადასხვა ადამიანს, აუცილებლად მივიღებთ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ სახლს, მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი მოცემულობა იყო შექმნილი.

ჩვენს მობინადრეებზე დაკვირვებამაც გვიჩვენა, რომ კონკრეტული პროექტის ბინას, ძალიან განსხვავებულად ირგებს ყველა ოჯახი, მათი სურვილების და მიზნების გათვალისწინებით.

რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სახლი არსებობს, რადგან სახლი არის ჩვენი ავტოპორტრეტი.

„ყველა ადამიანში არის მიძინებული ხელოვანი და ის აუცილებლად შექმნის ხელოვნების ნიმუშს, მისი ცხოვრების უმთავრეს შედევრს – სახლს, რომელშიც თვითონ იცხოვრებს“.