მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა WHO-ს მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე, ორგანიზაციისა და სოციალური მედიის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
კერძოდ, WHO, Facebook და WhatsApp ერთობლივი მუშაობით ახალ სერვისს – WHO Health Alert-ს ქმნის, რომლის მიზანიც მსოფლიო მოსახლეობისთვის სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
სერვისი გვთავაზობს როგორც კორონავირუსის (COVID-19) შესახებ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას, ისე სიმპტომების დეტალურ აღწერასა და ვირუსისგან თავდაცვის გზებს.
Health Alert-ით სარგებლობა ამჟამად მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მომავალი კვირიდან მისი გამოყენება რამდენიმე ენაზე იქნება შესაძლებელი. ასევე, მისი სარგებლობის თაობაზე დამატებით დეტალურ ინფორმაციას WHO მიმდინარე დღის განმავლობაში გაავრცელებს.
„ვირუსის გამო ჩვენ უამრავ რამეზე მოგვიწია უარის თქმა, მაგრამ ის ასევე გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას – გავერთიანდეთ, ვიმუშაოთ, ვისწავლოთ და განვვითარდეთ ერთად“ – განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე.