WHO: როგორ ვიზრუნოთ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ახალი კორონავირუსის პირობებში ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ჯანმომ რამდენიმე რეკომენდაცია გასცა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს იზოლაციის პირობებში ბავშვებთან:

დაეხმარეთ ბავშვებს, რათა გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები – მაგალითად, სევდა და შიში. ამაში კი დაგეხმარებათ ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა და სხვა. კომუნიკაცია და გრძნობების გამოხატვა ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისათვის. თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლები, ძიძა და ა.შ) დაცილებას. აუცილებლობის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას გაუწევენ. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან – იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ვიდეო საზარი თუ სხვა სახის კომუნიკაცია.

მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. წაახალისეთ იგი, რათა ითამაშოს სხვებთან – თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან.

სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა და ყურადღება სჭირდებათ. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად, მათი ასაკისათვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილის მიზეზი ერთობლივად. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებასა თუ ემოციების მართვას.