მოკავშირეებმა აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან დაგეგმილი გასვლის გამო გააკრიტიკეს. იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას „არასწორი“ უწოდა. ეს ფაქტი აძლიერებს ვარაუდს, რომ მსოფლიო არენაზე ჩინეთი უფრო მეტად გაიძლიერებს პოზიციებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გაიმეორა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაზაციამ, ვირუსის გამოვლენასთან და გამკლავებასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი მარცხი განიცადა. გარდა ამისა, მან ორგანიზაცია სხვა დაავადებებთან ბრძოლის დროსაც „კორუფციისა და პოლიტიზაციის დიდი ისტორიის“ ქონაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, გაეროსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონმა წარადგინა ფორმალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამერიკა 1 წლის ვადაში დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ტრამპმა სისრულეში მოიყვანა თავისი მაისის პირობა, რომლის მიხედვითაც, აშშ დატოვებდა ორგანიზაციას. მიზეზად მისი საეჭვო დაუდევრობა და ჩინეთის მიმართ გადამეტებული ლოიალური დამოკიდებულება სახელდებოდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეცდომად აღიქვამენ ბრიტანელი პოლიტიკოსებიც. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ტომ ტუგენდჰატის, განცხადებით, აშშ-ის გასვლა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან შეცდომაა. ეს გამოიწვევს ამერიკის ავტორიტეტისა და გავლენების შემცირებას სხვა ქვეყნების თვალში.