ფლორიდის სენატორმა, რიკ სკოტმა კონგრესში გამოძიების დაწყება მოითხოვა. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს დეზინფორმაციის გავრცელებაში შეუწყო ხელი და პანდემიის მასშტაბურობა ერთობლივად დამალეს.
გარდა ამისა, რესპუბლიკელმა სენატორმა კონგრესში საკითხი იმის შესახებაც დააყენა, უნდა აფინანსებდეს თუ არა აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ WHO ყოველწლიური ბიუჯეტის 15%-ს სწორედ აშშ-სგან იღებს და ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოწირულობებს შორის ყველაზე მაღალია
„WHO ანგარიშვალდებულია პასუხი აგოს იმაზე, რომ ჩინეთს ხელი შეუწყო, დაემალა გლობალური პანდემია. ჩვენ ვიცით, კომუნისტური ჩინეთი იტყუება, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს ასახელებს, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზია ამის რეალური გამოძიებით არასდროს შეწუხებულა.“