მსოფლიო იმუნიზაციის კვირა აპრილის თვის ბოლოს, 24-დან 30 რიცხვის ჩათვლით აღინიშნება.
2020 წლის თემაა #VaccinesWorkForAll. კამპანია ფოკუსირდება იმ გმირ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან, აწვდიან და იღებენ ვაქცინას ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მთელ მსოფლიოში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და პარტნიორები 2020 წლის მსოფლიო იმუნიზაციის კვირისთვის შემდეგ მიზნებს ისახავს:
- ვაქცინის ღირებულების დემონსტრირება მსოფლიოსთვის;
- წარმოაჩინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველწლიური ვაქცინაცია იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
- ხაზი გაუსვას იმუნიზაციის პროგრესს და ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას.
მსოფლიო იმუნიზაციის კვირა ვაქცინის გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ 20მლნ ბავშვია, რომელიც საჭირო ვაქცინას ვერ იღებს.