WHO და დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ერთიანდებიან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დიდი ოცეულის ქვეყნებს თანამშრომლობისა და პრობლების მოგვარების ერთობლივ გზაზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

„ეს არის გლობალური კრიზისი და საჭიროებს გლობალურ პასუხს“ – განაცხადა ტედროს ადანომ გიბრეისუსმა, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

„თქვენ უნდა გაერთიანდეთ და ერთად დაუპირისპირდეთ ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებულ კრიზისს: ჩვენ ვიმყოფებით ომში ვირუსთან, რომელიც წარმოშობს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას – თუ მას ამის საშუალებას მივცემთ.“

საპასუხოდ, დიდი ოცეულის ქვეყნებმა დახმარებისთვის მზაობა გამოთქვეს და სრული ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს WHO-ის მიერ შემუშავებულ სტატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმას. ამასთან, ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ დამატებითი კვლევების, ვაქცინისა თუ მედიკამენტების შექმნისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაზიდად.

წყარო – WHO