ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება ბუბონური ჭირის დადასტურებულ შემთხვევას ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, თუმცა პრესსპიკერმა ჟენევაში განაცხადა, რომ ის არ არის “მაღალი რისკის შემცველი” სხვებისთვის. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა “კარგად მართულია”, რაც გამორიცხავს მის ფართო გავრცელებას. მისი თქმით, ბუბონური შავი ჭირი საუკუნეების განმავლობაში არსებობს და არსად გამქრალა. მსოფლიოს მისი მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი გავრცელების პრევენციისათვის.
ბაიანურის ხელმძღვანელობამ ხალხს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცხოველის ხორცის მირთმევასა და მათზე ნადირობას, რათა ამ დაავადების შემთხვევებმა არ იმატოს.
რაც შეეხება დაავადების გამომწვევ ფაქტორს, იგი გამოწვეულია პატარა ცხოველების რწყილებით, რომელსაც ეწოდება Yersinia pestis.
ამ დაავადებით ახლახანს მონღოლეთის ერთ-ერთ პროვინციაში, გობი-ალთაიში, დაიღუპა 15 წლის მოზარდი, რომელმაც საკვებად ვირზაზუნა მიირთვა და დაინფიცირდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო ორი მოზარდი, რომელთაც ასევე მიირთვეს ვირზაზუნას ხორცი, მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ხელისუფლებამ თავად პროვინციაში კარანტინი გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ ინადირონ და არ მიირთვან ვირზაზუნას ხორცი, რომლისგან ინფიცირების მრავალი შემთხვევა არსებობს.