ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs), CENN-თან თანამშრომლობით, ნებისმიერ მსურველს ვებინარების კვირეულში – „ქალები და COVID-19“ – მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
თემა აქტუალურობიდან გამომდინარეა შერჩეული. იმ მოცემულობაში, როცა კარანტინმა და თვითიზოლაციამ ჩვეული ცხოვრების რიტმი შეცვალა, ამ ყველაფერმა უარყოფითი გავლენა გენდერული ნიშნით ძალადობაზეც იქონია. ახლა შემთხვევათა გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხეა, ვებინარების თემატიკა კი სწორედ პანდემიის პირობებში ქალთა წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს და განიხილავს გადაჭრის შესაძლო გზებს.
განრიგი, სპიკერები და სასაუბრო თემატიკა:
- 29 აპრილი, ოთხშაბათი 14:00 საათი – როგორ აისახება პანდემია ქალებზე და ეფექტიანი პასუხი გამოწვევებზე. მომხსენებლები: სალომე ჩაგელიშვილი, ნინო ცქიფურიშვილი, ქალთა ფონდი საქართველოში;
- 30 აპრილი, ხუთშაბათი 14:00 საათი – კორონავირუსის დროს ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები. მომხსენებელი: ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
- 1 მაისი, პარასკევი 14:00 საათი – ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების მართვა ადვოკატირების გზით. მომხსენებლები: კატერინა კუტუბიძე, საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი.