We are Beauty | ინტერვიუ ნუცა სოსებაშვილთან

PSP-მ თითოეული ადამიანის უნიკალურობის იდეაზე დააფუძნა კრეატიული კონცეფცია და საქართველოში პირველი მასშტაბური ღონისძიება-სილამაზის ფესტივალი ჩაატარა, რომელმაც ჯამში 20 000-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა. ღონისძიება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.

ფოტო: გიორგი მარტიაშვილი

Forbes Woman-ის რესპონდენტი ნუცა სოსებაშვილია. ნუცა PSP-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გასულმა 30-მა წელმა დაადასტურა, რომ კომპანია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. PSP წლიდან წლამდე ზრდის არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასორტიმენტს, არამედ უკვე ორი ათწლეულია მომხმარებელს სილამაზისა და თავის მოვლის საერთაშორისოდ აღიარებულ და გამოცდილ ბრენდებსაც სთავაზობს და ამ მიმართულების განვითარებას მუდმივად აგრძელებს.

„PSP-ს წარმომადგენლები 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში სილამაზის ინდუსტრიის თუ სხვა მიმართულებებით გამართულ გამოფენებს მუდმივად ვსტუმრობთ. გვინდოდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო გამოფენისგან მიღებული გამოცდილება ქართულ რეალობაში გადმოგვეტანა და ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ის პრაქტიკები, რაც საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი და აღიარებულია. ბრენდები და პროდუქცია, რაც სილამაზის ფესტივალის მსვლელობისას წარმოვადგინეთ, ქართველი მომხმარებლისთვის ცნობილი და საყვარელია. ცხადია, გამოფენის სტუმრებს ახალი ბრენდებიც გავაცანით, თუმცა მთავარი ხიბლი ის ემოციები იყო, რასაც მომხმარებელი იღებდა. ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებლებს თითოეული საგამოფენო სივრცის უკან წარმოდგენილი ბრენდის ისტორიას ვუყვებოდით, დეტალები და სივრცეში პროცედურის მიღების შესაძლებლობა კი მათ ბრენდთან უფრო აახლოებდა“.

ნუცა გვეუბნება, რომ სილამაზის ფესტივალმა PSP-ს საშუალება მისცა მომხმარებლისთვის შეეხსენებინა, თუ რამდენად უნიკალურია თითოეული ადამიანი. ღონისძიება ბრენდისთვის კარგი შესაძლებლობა იყო, გამორჩეული ატმოსფერო შეექმნა და მომხმარებლისთვის იმ ემოციების დაგროვების საშუალება მიეცა, რომელიც მათ დიდხანს გაჰყვებათ. სწორედ ღონისძიების სტუმრების მხრიდან გაზიარებულ განწყობაზე დაყრდნობით, ნუცა ამბობს, რომ PSP-ს სილამაზის ფესტივალმა მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის თვალსაზრისით მის საერთაშორისო ანალოგებს გაუსწრო კიდეც.

„ჩვენი სტუმრები აღნიშნავდნენ კიდეც, რომ თავი საქართველოში არ ეგონათ, რადგან ჩვენ სრულად გარდავქმენით საგამოფენო სივრცის კონცეფცია. დიდი დრო, ენერგია და რესურსი დაეთმო ვიზუალურ მხარეს. არ გვინდოდა, რომ სილამაზის ფესტივალი სტანდარტული, აქამდე ნაცნობი სივრცე ყოფილიყო. პროექტის განხორციელებაზე კომპანიის უდიდესი შიდა რესურსი გამოვიყენეთ, ღონისძიების ორგანიზებაში 150 ადამიანი იყო ჩართული შერჩეული თითოეული საკვანძო დეპარტამენტიდან, რომ სივრცის მოწყობის დროს ყველა დეტალი წინასწარ ნაფიქრი და გათვალისწინებული ყოფილიყო. ამით თავიდან ავირიდეთ უმცირესი რისკებიც კი და მინიმუმამდე დავიყვანეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. თუ ადგილზე ტექნიკური ხარვეზი გამოვლინდებოდა, გუნდი მზად იყო მაშინვე მობილიზებულად და უმოკლეს დროში აღმოეფხვრა პრობლემა. ფესტივალის მასპინძლების შერჩევა რთული პროცესი არ ყოფილა, რადგან PSP-ს ნებისმიერი აფთიაქიდან წამოსული ადამიანი თანაბრად პროფესიონალურად გაართმევდა თავს ამ საპასუხისმგებლო დავალებას. შერჩევის პროცესში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენად კვალიფიკაციური და მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირებული, ძლიერი საყრდენები გვყავს ორგანიზაციაში. გუნდმა იმუშავა იმაზეც, რომ საქართველოში ცნობილი და წარმატებული კომპანიები ყოფილიყვნენ ჩვენთან ერთად ღონისძიების მასპინძლები. PSP-ს მარკეტინგის თუ სხვა დეპარტამენტის მიერ ინიციირებული ნებისმიერი პროექტი შეუძლებელია წარმატებული არ გამოვიდეს, რადგან მის განხორციელებასა და სრულყოფაზე PSP-ს პროფესიონალი გუნდი მუშაობს“.

ფოტო: გიორგი მარტიაშვილი

We are Beauty ‒ ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალის ჩატარების იდეა კომპანიაში რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა იდეის რეალიზებას ხელი კოვიდპანდემიამ შეუშალა. ამ ღონისძიებით PSP-ს სურდა, მომხმარებლებისთვის შეეხსენებინა, რომ ყოველი ჩვენგანი ლამაზია, სილამაზე იწყება ჩვენით და ჩვენითვე გრძელდება.

„ადამიანებს ხშირად გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ლამაზები, უნიკალურები და განსაკუთრებულები ვართ. სილამაზე ინდივიდუალურია და მას ჩარჩოებში ვერ მოვაქცევთ. PSP-ს კრეატიული კონცეფცია თითოეული ადამიანის უნიკალურობის იდეაზე დაფუძნდა. სილამაზე შინაგანი სამყაროდან მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ეს და ვისწავლოთ საკუთარი თავის ისეთად წარმოჩენა, როგორიც, პირველ რიგში, თავად მოგვწონს. ფესტივალის უნიკალური გარემოც დამთვალიერებელს სწორედ ამას კარნახობდა, თითოეულ სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეპოვათ პირადად მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება“.

ნუცა სოსებაშვილი გვიხსნის, რომ PSP-ს მთავარი საზრუნავი ‒ ჯანმრთელი საზოგადოებაა. ამ მიზნისთვის კი კომპანია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. ბრენდის მისია ქსელის განვითარება და ამ გზით მომხმარებლებისთვის კეთილდღეობისა და ცხოვრების უკეთესი გადაწყვეტილებების შეთავაზებაა.

„PSP ‒ ეს არის ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია ხალხის კეთილდღეობაზე. ჩვენს მიზანს მომხმარებლებისთვის კომპანიის ღირებულებებზე დაფუძნებული აქტივობების შეთავაზება, პროექტების შექმნა, ინოვაციების დანერგვა და განვითარება წარმოადგენს. ჩვენი გუნდი PSP-ს მთავარ ფასეულობებს მიჰყვება და ცდილობს ყოველთვის სამართლიანობის მხარეს იყოს. ჩვენ ვართ ჩვენი დაპირებების ერთგული და გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ხალხი, რაც ბრენდის მომხმარებლისადმი დამოკიდებულებაში ყოველდღიურად გამოიხატება. ამას ისიც მოწმობს, რომ PSP-ს ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი ირჩევს „ოჯახის აფთიაქად“.

PSP-მ უყურადღებოდ არ დატოვა ის ფაქტი, რომ აფთიაქში შესული მომხმარებელი ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცეში მედიკამენტების გარდა, ელოდება როგორც თავის მოვლის, ისე ოჯახზე ზრუნვის ასორტიმენტსაც. მომხმარებლის ინტერესმა ფარმაცევტული კომპანიებისთვის თავის მოვლის საშუალებების ხაზის გააქტიურება საინტერესო გახადა. ნუცა გვიხსნის, რომ ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, სააფთიაქო კონცეფცია ძირეულად რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და PSP-მაც მომხმარებელს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი 2016 წლიდან შესთავაზა.

„აფთიაქების კონცეფცია მუდმივად განვითარებადია და ხშირად იცვლება. აფთიაქი ‒ ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს უადვილებს წვდომას ჯანდაცვისა და პირადი მოვლის აუცილებელ პროდუქტებზე შორ მანძილზე გადაადგილების გარეშე, რადგან ერთადაა თავმოყრილი პროდუქციის ფართო სპექტრი ‒ როგორც მედიკამენტები, ისე სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები, ვიტამინები, საბავშვო მოვლისა და კვების ასორტიმენტი და სხვ. ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მომხმარებელთა ბაზრის წილის ზრდას. შესაბამისად, თავის მოვლის საშუალებების ხაზის გააქტიურებაც მიმართულია მომხმარებლების ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და კომფორტის შექმნაზე“.

ფოტო: გიორგი მარტიაშვილი

მომხმარებლისთვის სილამაზის საშუალებების შეთავაზებით, ბაზარზე უკვე ბევრი კომპანიაა დაკავებული. თუმცა PSP-სთვის, გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებასთან ერთად, ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ექსკლუზიურად წარმოდგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული და მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდებია. კომპანია მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთათვისაც პრიორიტეტი ხარისხია. PSP-სთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეს, რომ მის ქსელში წარმოდგენილი პროდუქტები შესაბამისობაშია ან აღემატება ინდუსტრიის სტანდარტებს.

„ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ განაპირობა ის, რომ ძალიან სწრაფად გაიზარდა თავის მოვლის საშუალებების არჩევანიც. PSP დღეს მოიცავს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სილამაზეზე ზრუნვის საშუალებების ფართო სპექტრსაც. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ თანამედროვე ტიპის აფთიაქების კონცეფცია, სადაც ერთიანდება ჯანმრთელობის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის სივრცეები. ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებელთა სპეციფიკურ მოთხოვნებს, ფოკუსირებული ვართ მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაზე, რითაც ვქმნით სანდო ბრენდის რეპუტაციას. ჩვენ ემოციური კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან, რითაც ხელს ვუწყობთ ბრენდის მიმართ ლოიალობას, ვაფასებთ მომხმარებლების მოსაზრებებს და მზად ვართ მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები თუ სერვისი. ქსელში დანერგილი გვაქვს პერსონალური შეთავაზებები. ამასთან, აფთიაქებში ხშირია აქციები და ფასდაკლებები, რაც ჩვენს პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, PSP-ს ქსელში წარმოდგენილი გვაქვს ნებისმიერ ბიუჯეტზე მორგებული ხარისხიანი ბრენდების არჩევანი, შესაბამისად, ვერგებით თითოეული ადამიანის სურვილს. ჩვენი ქსელი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და განსაკუთრებით ხშირად სთავაზობს მომხმარებელს ბაზარზე სილამაზის ახალ ტენდენციებსა და ბრენდებს. კორეული ბრენდების ფართო სპექტრი მომხმარებლებს პირველებმა შევთავაზეთ და ამ მიმართულებას დღესაც ვავითარებთ ახალი ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოყვანით. რეგულარულად ვაახლებთ შეთავაზებებს და ასორტიმენტს სხვადასხვა მიმართულებით“.

მომხმარებელთა მოზიდვა და შენარჩუნება, ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, შემოსავლის ზრდა, ცვალებად ბაზრებზე ადაპტაცია და სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია ‒ კომპანიების მარკეტინგულ სამსახურებს ამ მიმართულებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და წარმატებაც დიდწილად მათ შრომაზეა დამოკიდებული. ნუცა სოსებაშვილი ამბობს, რომ ეფექტიანი მარკეტინგის გარეშე, საუკეთესო პროდუქტები ან მომსახურებაც კი მომხმარებლისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის კომპანიის ზრდასა და მოგებას. სწორი მარკეტინგია ის, რაც ბრენდებს პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება.

ფოტო: გიორგი მარტიაშვილი

„ეფექტიანი მარკეტინგის გარეშე, პოტენციურმა მომხმარებლებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ კომპანია არსებობს. მარკეტინგი არ არის მხოლოდ ახალი მომხმარებლების შეძენა, სწორად შერჩეული სტრატეგიები, როგორიცაა ლოიალობის პროგრამები და პერსონალიზებული შეთავაზებები გვეხმარება შევინარჩუნოთ არსებული ლოიალური მომხმარებლები. მარკეტინგი კომუნიკაციის საშუალებაა კომპანიასა და მის მომხმარებლებს შორის ‒ შეტყობინებების გადასაცემად, პრობლემების გადასაჭრელად და ურთიერთობების დასამყარებლად. სწორი მარკეტინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს ძლიერი და ცნობადი ბრენდის ჩამოყალიბებაში“.

PSP რომ მომხმარებლებს სიახლეებით ანებივრებს, ეს უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ბრენდი ახლაც რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობს. ნუცა გვპირდება, რომ ახალი პროექტები საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. სიახლეებს შორის იქნება ახალი კონცეფციის აფთიაქი.

„მიმდინარეობს მზადება ახალი კონცეფციის აფთიაქის წარდგენისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის. ამიტომ კომპანიაში კვლავაც სიახლეებით სავსე და სიურპრიზებით დატვირთული, ჩვენი მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით შექმნილი წლის ბოლო გვექნება“.

PSP ცნობილია სიახლეების დანერგვით და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებით. შესაბამისად ახალი ბრენდები იქნება ეს თუ ინოვაციები, რასაც კომპანია ქართულ ბაზარს სთავაზობს, ყოველთვის გადის გარკვეულ ეტაპებს. კომპანია უკვე 30 წელია ასორტიმენტს მსოფლიო სიახლეების კვალდაკვალ და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მუდმივად აფართოებს, რითაც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს. PSP პროდუქციის და სერვისის ხარისხის გარანტია!