
საცალო გაყიდვების უმსხვილესმა კომპანიამ Walmart ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოყოფილ 12.6 მილიონ დოლარზე უარი თქვა. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ფინანსური დახმარება სამედიცინო სერვისისა და პროდუქტის ყველა მიმწოდებლებისთვის იყო გამოყოფილი.
აშშ-ში Walmart-ი სამედიცინო სერვისის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია და პანდემიის დროს მისი ქსელი კორონავირუსის ტესტირების რამდენიმე ცენტრსაც აერთიანებს, ამიტომ ანტიკრიზისული პროგრამაში იგი სხვა 500 ათას პროვაიდერთან ერთად ავტომატურად მოექცა.
არსებული სიტუაციის მიუხედავად, Walmart-ის ხელმძღვანელობამ თანხა კვლავ ფედერალურ მთავრობას დაუბრუნა, იმ მიზეზით, რომ მათ დახმარება არ უთხოვიათ. განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ დაფინანსება ძირითადად საავადმყოფოებსა და წინა ხაზზე ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა.