W4T: მზად ვართ ჩავერთოთ ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, წევრი ბიზნესების სახელით გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმის დარგობრივ დამუშავებაში.

საჭიროა არსებულ დარგობრივ ბიზნესებში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა… დაახლოებით ერთი თვის პერიოდში, თანდათანობით და ფრთხილად, ბიზნეს სექტორი ეტაპობრივად, მაგრამ სრულად უნდა დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს. გახსნის გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზარალის შემდგომში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის თავიდან აცილების მიზნით.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ვირუსის გავრცელების ტენდენციები საშუალებას იძლევა შემუშავდეს კონკრეტული გეგმა საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკის ამოქმედების პირობებშიც.