დღეს, 15 მარტს, იტალიელი არქიტექტორი, ვიტორიო გრეგოტი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად იტალიური მედია კორონავირუსს ასახელებს. არქიტექტორი დაავადებული იყო პნევმონიით და COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ მისი მდგომარეობა გართულდა.
ვიტორიო გრეგოტი მილანში, ჯუზეპეს საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირების გამო, სადაც ამ დრომდე იმყოფება გრეგოტის მეუღლეც.
იტალიელი არქიტექტორი და არქიტექტურის თეორეტიკოსი, 1927 წლის 10 აგვისტოს დაიბადა ნოვარაში. ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო. მისი დაპროექტებულია ბარსელონას საზაფხულო ოლიმპიური სტადიონი; Arcimboldi-ს ოპერის თეატრი მილანში – ფუტურისტული შენობა, რომელიც ლა სკალაში 2002-2004 წლებში სარემონტო სამუშაოების დროს აიგო, რათა ხელი არ შეშლოდა ოპერის სეზონს; მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტის კამპუსი University of Milano-Bicocca და სხვა მრავალი უნივერსიტეტი.