საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის ცვლილებებია მოცემული.
აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ–ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ვერ შეძლებენ აშშ–ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ (მათ შორის ტრანზიტით) შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა თუ ირანში.
გამონაკლისი დაიშვება უცხო ქვეყნის მოქალაქე გარკვეულ პირებზე, რომელნიც არიან აშშ-ის მოქალაქეების ოჯახის წევრები და, ამასთან, არასრულწლოვნები; უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ან მათი ოჯახის წევრები და ა.შ.
თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია შემდეგი სახის გამონაკლისები :
- სტუდენტებს, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩოსთან/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.
- სტუდენტებმა, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩოსთან/საკონსულოსთან.
- სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.
- ინვესტორები, მეცნიერები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები, რომლებიც ბიზნეს საქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას და რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა.