
აშშ-ის ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ ბორტზე კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ დღეში რვიდან 23-მდე მოიმატა და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ვუტარებთ დიაგნოსტიკას, რათა კორონავირუსის გავრცელება შევაჩეროთ“ – განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების სახელმწიფო მდივანმა.
სულ ატომურ ავიამზიდზე დაახლოებით 5000 სამხედრო მსახურობს. საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის გარდა, კორონავირუსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯამში 280-ზე მეტ წევრს დაუდგინდა.
„მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი აგრესიული საპასუხო მოქმედების ხარჯზე, „თეოდორ რუზველტი“ (USS Theodore Roosevelt) რეგიონის ნებისმიერ კრიზისზე პასუხისათვის მზად იქნება. – ნათქვამია საზღვაო ოპერაციების მეთაურის განცხადებაში.