აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ქვეყნის 50 შტატს და 5 დიდ ქალაქს მოუწოდებს, რომ მოემზადონ კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად.
დაჩქარებული წესით წარმოებული ვაქცინით, პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლები ისარგებლებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინის დაჩქარებული წესით წარმოება და დისტრიბუცია ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად გადაწყვიტა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა, რომ მოსახლეობა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლომდე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსმა ამ დრომდე 184 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.