ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და წამლების შესაქმნელად გლობალურ პროექტს იწყებს, რომელშიც აშშ მონაწილეობას არ მიიღებს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ. WHO-ის განცხადებით, პროექტი პარასკევს გაეშვება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უდიდესი კონტრიბუტორი იყო, გაეროს სააგენტოს დაფინანსება 14 აპრილს შეუწყვიტა.