აშშ-ის გადაუდებელი სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) მოთხოვნით, თავდაცვის დეპარტამენტს 100,000 გვამის ჩანთის მობილიზება დაევალა. არსებული ცნობებით, პენტაგონი 50,000 გვამის ჩანთას არსებული რესურსით უზრუნველყოფს, დანარჩენს კი უახლოეს მომავალში შეიძენს.
თეთრი სახლის განცხადებით, კორონავირუსის გამო 200,000 ამერიკელი მოქალაქის დაღუპვაა მოსალოდნელი. ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 211,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ამ მონაცემით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. აშშ-ში ვირუსით უკვე გარდაიცვალა 4,700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8,800-მდე ადამიანი.