
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, USAID/საქართველო დამატებით 64 მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
„ამ რთულ პერიოდში ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას. ამ კვირაში, საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID – ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება. აღნიშნული ცვლილებების თანახმად USAID / საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. USAID ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით, მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას; ხელს უწყობს საქართველოს თავი დაიცვას გარე საფრთხეებისგან.“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იმავე პროგრამის ფარგლებში, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკის მთავრობამ დამატებით 600 ათასი დოლარი გამოყო. USAID/Georgia-ს ფარგლებში ჯამურად 1.7 მლნ დოლარია გამოყოფილი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.