სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა აშშ-სგან საქართველოს

COVID-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის მთავრობამ გამოუცხადა. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ USAID/Georgia-ს მეშვეობით ცხადდება საგრანტო პროგრამა ACT NOW. ამ პროგრამის მიზანია სწრაფი რეაგირება და ეფექტური ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ.

როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც:

  • მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;
  • აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;
  • ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;
  • მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ.

გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.