
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს 1.1 მლნ დოლარით დაეხმარება.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.