ამერიკელი ეკონომისტის, ჯანეტ იელენის პროგნოზით, აპრილ-ივნისის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკური ზრდა უარყოფითი იქნება. მოსალოდნელია ქვეყნის ეკონომიკის 30%-ით შემცირება. ფედერალური რეზერვის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, აუცილებლად გაიზრდება უმუშევრობის დონეც.
„დროული უმუშევრობის სტატისტიკა რომ გვქონდეს, გამოჩნდებოდა, რომ უმუშევრობის დონე უკვე 12-13%-ია და ის მხოლოდ გაიზრდება. – განაცხადა იელენმა.
მისივე განცხადებით, ეს ამერიკის ეკონომიკისთვის უპრეცენდენტოდ დიდი დარტყმაა და იმედოვნებს, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება რაც შეიძლება მალე მოხდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევრობის დახმარების მისაღებად განაცხადი 10-მა მილიონმა ადამიანმა შეავსო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.