ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამაარსებელი,ამერიკის სასურსათო ფონდს $100 მილიონს, ხოლო ოპრა უინფრი მილიონ დოლარს გადასცემენ, ამასთან, ამერიკელი ტელეწამყვანი დამატებით $9 მილიონით დაეხმარება კრიზისის პერიოდში მოშიმშილე ადამიანებს. ახალ წამოწყებაში ერთვებიან ლეონარდო დიკაპრიო, ლორენ ჯობსი, Ford Foundation და კომპანია Apple. ისინი $12 მილიონს შესწირავენ ფონდს,რომელიც მიზნად ამერიკაში კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.
ჯეფ ბეზოსის განცხადებით, ამერიკა პანდემიამდეც განიცდიდა სასურსათო პროდუქტების დეფიციტს, დღევანდელ პირობებში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. მისი თქმით, მილიონობით ამერიკელი მიმართავს კვების ბანკებს, სადაც არასასურველი საქონელი, შედარებით დაბალ ფასად იყიდება. ბეზოსის მიერ გაღებული თანხა ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა ფონდისთვის.
ფონდი განიხილავს ქვეყანაში სურსათზე ხემისაწვდომობის საკითხს, ასევე დააფინანსებს World Central Kitchen-სა და Feeding America-ს, რათა გააძლიერონ მისიები მოსახლების ყველაზე დაუცველ ნაწილში, როგორიცაა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები, ხანდაზმულები და სამსახურის გარეშე დარჩენილი პირები.
სასურსათო ფონდის თანადამფუძნებელი, ლეონარდო დიკაპრიო მიიჩნევს, რომ ისეთი ორგანიზაციების არსებობა, როგორიცაა Feeding America და World Central Kitchen გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ ამ ორგანიზაციებმა შთააგონეს მას, დახმარებოდა ამერიკის მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს.