
თეთრ სახლმა და სენატმა შეთახმებას მიაღწიეს. კორონავირუსისგან გაჩერებული ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად აშშ-ს ეკონომიკაში 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი ჩაეშვება. ამ მოცულობის ეკონომიკური სტიმული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია აშშ-ს ისტორიაში.
„შეთანხმება შედგა. რამდენიმე დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სენატმა ისტორიული ეკონომიკური დახმარების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია.“
2-ტრილიონიანი პაკეტიდან 250 მილიარდი დოლარი აშშ-ს მოქალაქეებს პირდაპირ დაურიგდებათ. 350 მილიარდი დაიხარჯება მცირე ბიზნესის დახმარებაზე. ასევე, 250 მილიარდი დაეთმობა უმუშევრების სადაზღვეო პაკეტებს, ხოლო უდიდესი წილი – 500 მილიარდი სხვადასხვა კომპანიების დახმარებას მოხმარდება.
დახმარების პაკეტი არ გავრცელდება დონალდ ტრამპის, მისი ოჯახის, კონგრესის და მთავრობის სხვა წევრების კომპანიებზე.