აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების შესამსუბუქებლად, კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეთათვის მეტი სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში იმიგრაცია დროებით აიკრძალება.
“უხილავი საფრთხის პირობებში საჭიროა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები. ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დროებით აიკრძალოს იმიგრაციის პროცესები ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – თქვა ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე