აშშ-ში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს პირველად ჩაუტარდა ფილტვების ორმაგი ტრანსპლანტაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და, ვირუსის გამო, ორივე ფილტვი მძიმედ ჰქონდა დაზიანებული. ექიმებმა ორივე ფილტვის გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ოპერაცია ჩიკაგოს შტატში მდებარე ჩრდილო-დასავლეთ მემორიალურ საავადმყოფოში ჩატარდა.
“თუ მას ტრანსპლანტაცია არ ჩაუტარდებოდა, იგი ცოცხალი არ იქნებოდა” – განაცხადა ანკიტ ბჰარატმა, რომელიც ამ ოპერაციის გუნდს ხელმძღვანელობდა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რამდენ მძიმედ დაავადებულ პაციენტს შეეძლება ამ მეთოდით სარგებლობა.
ეს პაციენტი, დაახლოებით, 20 წლის გოგონაა, რომელსაც მანამდე არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა COVID-19-მა მისი ფილტვები ძალიან დააზიანა. იგი 6 კვირის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, რის შემდეგაც ვირუსისგან განიკურნა, თუმცა ვირუსმა იმდენად დააზიანა მისი ფილტვების ალვეოლები, რომ მსგავსი ოპერაცია დასჭირდა.
ოპერაცია 5 ივნისს ჩატარდა და 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც საშუალოზე მეტია. ოპერაციის ასეთი ხანგრძლივობა გამოიწვია სირთულეებმა, რომელსაც ექიმები მისი მსვლელობის დროს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები ჩატარდა ასევე ავსტიასა და ჩინეთში.