აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევენების გადადებას არ გამორიცხავს, ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დღეს გამოაქვეყნა. “ფოსტით ჩატარებული 2020 წლის არჩევნები, იქნება ყველაზე არაზუსტი და ცრუ არჩევნები ისტორიაში. ეს სამარცხვინო იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. გადავდოთ არჩევნები იქამდე, სანამ ადამიანებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ სათანადოდ, დაცულად და უსაფრთხოდ“, – წერს დონალდ ტრამპი.
With Universal Mail-In Voting (not Absentee Voting, which is good), 2020 will be the most INACCURATE & FRAUDULENT Election in history. It will be a great embarrassment to the USA. Delay the Election until people can properly, securely and safely vote???
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 30, 2020
აღსანიშნავია, რომ ფოსტით ხმის მიცემა უკვე გამოსცადეს დემოკრატიულ პარტიაში, როცა ივნისში, ნიუ-იორკის შტატში საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევდნენ. თუმცა ბიულეტენების დათვლა ხარვეზებით წარიმართა და შედეგები დღესაც არ არის ცნობილი. ამ საკითხით, აშშ-ის პრეზიდენტი მაშინაც უკმაყოფილო იყო.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს – ამისათვის მას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება, რომელსაც ნაწილობრივ, დემოკრატიული პარტია აკონტროლებს.