შტატებში შობადობის კონტროლის დაფინანსებასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა

photo – Aaron Burden

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ პოლიტიკას შობადობის კონტროლთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. მიღებული კანონი დასაქმებულებისგან განსხვავებული რელიგიური და მორალური შეხედულებების მქონე დამსაქმებლებს ნებას რთავს, უარი განაცხადონ მათთვის შობადობის კონტროლის დაფინანსებაზე.

ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილება ხანგრძლივი იურიდიული ბრძოლის შედეგია ჯანდაცვას, ფედერალურ მთავრობასა და რელიგიურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ობამას დროს არსებულ პოლიტიკას.

2010 წელს ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული „ხელმისაწვდომი მოვლის აქტის“ მიხედვით, აუცილებელი იყო ჯანდაცვის წინასწარი ზომების მიღება და სკრინინგის პროგრამები ქალებისთვის. აქტი, ასევე, შეიცავდა დამსაქმებლებისა და სადაზღვევო აგენტების მიერ კონტრაცეპტული მკურნალობის ხარჯების დაფარვის მოთხოვნას.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური დაწესებულებები გათავისუფლებულები იყვნენ ამ კანონისგან, თუმცა ის ვრცელდებოდა რელიგიურად მრავალფეროვან სკოლებზე, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საავადმყოფოებზე.

ახალი კანონი აფართოებს აღნიშნულ აქტს – რელიგიური ორგანიზაციების მინისტრებს უკრძალავს დამსაქმებლებისგან საჩივრის მიუღებლობას. კანონი გავრცელდა სკოლასა და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებზეც.

მიუხედავად ამისა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის გამოკვლევა და სათანადო ზრუნვა ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმებულებზე და არა დამსაქმებლებზე, რომლებიც ქმნიან დაზღვევის პოლიტიკას.

ბრიგიტ ამირიმ, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის რეპროდუქციული თავისუფლების პროექტის დირექტორის მოადგილემ, კანონს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს არსებულ უთანასწორობას დაბალი სოციალური ფენისა და ფერადკანიანთა შემთხვევაში.“

თუმცა, მოსამართლე რუთ გინსბურგის მიხედვით, „რელიგიური თავისუფლების საჩივრების დასაკმაყოფილებლად დღეს სასამართლომ პირველად მიიღო დაბალანსებული მიდგომა.“

მთავრობის შეფასებით, პროფილაქტიკურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, დაახლოებით, 126 000 ქალზე ექნება გავლენა.