პირბადეების აუცილებლობას აშშ-ც აღიარებს

Photo By Dimitri Karastelev

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს ახალ რეკომენდაციაზე, რომელიც თითქმის ყველა ამერიკელს, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, სახლიდან გასვლისას სახის დაფარვას ურჩევს.

რეკომენდაცია, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, შეეხება ყველას, ვინც კორონავირუსის აგრესიული გავრცელების არეალში ცხორვობს. თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფთან დაახლოებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალური პირები ადამიანებს მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლისას არასამედიცინო პირბადეებისა თუ მაისურების გამოყენებასაც ურჩევენ. სამედიცინო ნიღბები კი, კონკრეტულად, დეფიციტური პირბადე N95, უშუალოდ ავადმყოფებთან მუშაობისთვის დაიზოგება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, ეს რეკომენდაცია ქვეყნის მასშტაბით, თითქმის, ყველა ამერიკელს შეეხება. გამონაკლისები იქნებიან მხოლოდ ორ წლამდე ბავშვები, სუნთქვითი პრობლემების მქონე პირები და ადამიანები, რომლებიც დახმარების გარეშე ნიღაბს ვერ მოიხსნიან.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკომენდაციები მხოლოდ პაციენტებს ან რესპირატორული დაავადებების გართულების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს ურჩევდა ნიღბის ტარებას. ცვლილებების მიზეზი ის უამრავი კვლევა გახდა, რომელიც ადასტურებს, რომ ზოგიერთ ინფექციას სწორედ ის ადამიანები ავრცელებენ, ერთი შეხედვით, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემები რომ არა აღენიშნებათ.

საბოლოოდ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) 2 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალათ ინფიცირების რისკის განმარტება. ამიერიდან, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განიხილებოდეს ვირუსის გადამტანად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სიმპტომები.

თუმცა, 30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ, ზოგადად, მოსახლეობას არ სჭირდება ნიღბების ტარება, თუ ისინი ავად არ იქნებიან.

”არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსახლეობისთვის ნიღბების ტარებას რაიმე განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს,”