ეკონომიკის დახმარების გეგმას უკვე კონგრესის ორივე პალატა უჭერს მხარს. სენატმა ხმა მის სასარგებლოდ 25 მარტს მისცა – 96 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ეკონომიკური სტიმულირების ეს მასშტაბი ისტორიაში უპრეცედენტოა.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობით პალატაში ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი არ უჭერს მხარეს. მათი აზრით, დაუსაქმებელი ადამიანებისთვის გამოყოფილი ბენეფიტები ისეა გაწერილი, რომ ხალხს სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს და უმუშევრობას ახალისებს.
2.2 ტრილიონიანი პაკეტიდან 250 მილიარდი დოლარი აშშ-ს მოქალაქეებს პირდაპირ დაურიგდებათ. 350 მილიარდი დაიხარჯება მცირე ბიზნესის დახმარებაზე. ასევე, 250 მილიარდი დაეთმობა უმუშევრების სადაზღვეო პაკეტებს, ხოლო უდიდესი წილი – 500 მილიარდი სხვადასხვა კომპანიების დახმარებას მოხმარდება.