ვირჯინიის გუბერნატორმა, რალფ ნორთემმა მოსახლეობას სახლის დატოვება 10 ივნისამდე აუკრძალა.
„მინდა ყველასთვის გასაგები იყოს: არ გამოხვიდეთ სახლიდან, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს. გარეთ გასვლის აუცილებლობა და სურვილი სხვადასხვა რამაა“ – განაცხადა ბუბერნატორმა.
ბრძანების დარღვევისთვის სანქცია 2500 დოლარი და ერთ წლიანი ციხე იქნება.
მსგავსი, უპრეცედენტო ზომები მიიღო მერილენდის გუბერნატორმაც. ჰარი ლოგანის შტატში სახლიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აკრძალული იქნება. წესების დამრღვევი მერილენდში ერთ წლიანი ციხით ან 5000 დოლარით დაისჯება.
მერილენდის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს პროცედურები შტატის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს. ჰარი ლოგანის თქმით, უმუშევრობის 25%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. ასევე, გარდაუვალია შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება.
მერილენდში ამ დროისათვის 1 413-ზე მეტი ინფიცირებულია. შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის 174 684 შემთხვევით მსოფლიოში პირველ ადგილზეა