53 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე.
ზაზა ურუშაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს შემდეგ ფილმებს:
- „მანდარინები“ – რეჟისორი და სცენარის ავტორი (2013)
- „ბოლო გასეირნება“ – რეჟისორი (2012)
- „დარჩი ჩემთან“ – რეჟისორი (2011)
- „სამი სახლი“ – რეჟისორი და სცენარის ავტორი (2008)
- „აქ თენდება“ – რეჟისორი (1998)
- „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ – რეჟისორი (1989)
ზაზა ურუშაძის გადაღებულია ქართული სატელევიზიო სერიალი „ცხელი ძაღლი“.
პოპულარობა რეჟისორს ქართულ-ესტონურმა კოპროდუქციამ „მანდარინები“ მოუტანა. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.
ზაზა ურუშაძე 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.