Google Maps-ის ინტერფეისი განახლდა

კომპანია Google-ის მიერ შექმნილი Google Maps მომხმარებლის წინაშე განახლებული ინტერფეისითა და ფუნქციონალით წარსდგება.

Google-ის ახალი „რუკის ფერების ალგორითმული ტექნიკა“ მომხმარებელს დაეხმარება, ერთმანეთისგან უფრო დეტალურად გაარჩიოს რელიეფის ფორმები და ლანდშაფტის ტიპები. ამის მისაღწევად კომპანიის გუნდმა თანამგზავრული ფოტოების დეტალური ანალიზის საფუძველზე შეძლო, უკვე არსებული რუკების ფერების გაუმჯობესება და შედეგად, დედამიწის ზედაპირის უფრო ზუსტი სურათის შექმნა და ფერებში ცვლილებები შეიტანა.

როგორც Google-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ ბუნებასა და ლანდშაფტებს არ შეეხება. განახლებულ ვერსიაში მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს და ლონდონის ქუჩებში Google Maps ქალაქის გზამკვლევად გამოიყენონ, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი თითოეული ქუჩა თუ საფეხმავლო ბილიკი.