UN Women Georgia-ს ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი ომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა. ახლა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ეს სასათბურე მეურნეობაა, რადგანაც პანდემიის გამო ქალების ოჯახების წევრებმა სამსახური დაკარგეს.
ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.
“ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი სამ კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ”, – ამბობს ქეთი UN Women Georgia-სთან საუბრისას.