იტალიელი ჯუზეპე პატერნო 96 წლის ასაკში ქვეყნის ყველაზე ხანდაზმული კურსდამთავრებული გახდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის საზღვაო ძალებში მსახურობდა.
96 წლის ვეტერანმა ბაკალავრიატის ხარისხი ისტორიისა და ფილოსოფიის მიმართულებით, პალერმოს უნივერსიტეტში, მიიღო.
,,მეც, სხვების მსგავსად, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“ – განაცხადა ჯუზეპემ, როდესაც მას უნივერსიტეტის დამთავრებით გამოწვეულ ემოციებზე ჰკითხეს.
,,ვაცნობიერებდი იმასაც, რომ 3-წლიანი სასწავლო პროგრამა ჩემთვის, შეიძლება, დაგვიანებული ყოფილიყო, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი – მოდი, ვნახოთ, თუ მოვასწრებთ!“
96 წლის ჯუზეპეს წიგნების კითხვა ბავშვობიდანვე უყვარდა, მაგრამ მას არასოდეს მისცემია უნივერსიტეტში სწავლის შანსი, სანამ 2017 წელს, თავისივე გადაწყვეტილებით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი არ გახდა.