„უმამის“ უნიკალური აზიური გემო წინანდლის მამულში

წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენში ვიზიტისას სასიამოვნო სიახლე გელით – სტუმრები დღეიდან სასტუმროში „უმამის“ უნიკალური აზიური გემოების დაგემოვნებას შეძლებენ.

ავთენტური აზიური გამოცდილების მიღება რადისონ ბლუ ივერიასა და ბათუმის რადისონ ბლუს შემდეგ, უკვე წინანდლის მამულშიც იქნება შესაძლებელი. „რადისონ ქოლექშენი“ სტუმრებს „უმამის“ განსაკუთრებული სამზარეულოთი „ბიბლიოთეკა ბარში“ (Library Bar) უმასპინძლებს.

რესტორნის საფირმო ნიშანია სტუმრებს აზიური კულინარიული აღმოჩენებისკენ გაუკვალოს გზა, საუკეთესო გარემოსა და  მაღალი ხარისხის მომსახურების დახმარებით. სწორედ ამ კონცეფციას ეხმიანება რესტორნის სახელი „უმამი“, რომელიც იაპონურიდან მოდის და პირდაპირი თარგმანით „გემრიელობის არსს“ ნიშნავს. უმამი ერთ-ერთია ხუთ ძირითად გემოს შორის: უმამი უნიკალური და განსაკუთრებული გემოა და სხვა ძირითად გემოებთან – ტკბილ, მჟავე, ცხარე და მარილიან გემოებთან ერთიანობაში უნიკალურ კულინარიულ თავგადასავალს გვპირდება.

სტუმრებმა ბოლომდე რომ შეიგრძნონ ის განსაკუთრებული გემო, რასაც უმამი ნიშნავს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეულები მხოლოდ აღმოსავლური სამზარეულოს ტრადიციულ, მაღალი ხარისხის და ჯანსაღ ინგრედიენტებს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ „უმამი“ ქართველ გურმანებს უკვე რამდენიმე წელია აზიური კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რადისონ ბლუ ივერიაში ვიზიტისას, „უმამის“ მენიუში ძირითადად იაპონურ, ჩინურ და ტაილანდურ სამზარეულოს ვიპოვით, თუმცა, წარმოდგენილია სამხრეთ აზიის ქვეყნების, მათ შორის, ვიეტნამის რჩეული კერძებიც.