დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებების დარღვევის 29 გახმაურებული შემთხვევის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.
„სანქციები არ უნდა იყოს განხილული თავიდან აურიდებელ სასჯელად. ჩვენი მიზანია უკეთესი ქცევის ხელშეწყობა. არასწორი ქმედების დასასჯელად კი სხვა ზომები არსებობს“, აღნიშნავს მინისტრი.
მიღებული ზომები მიმართულია საუდის არაბეთის, რუსეთის, მიანმარისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ არასამართლებრივი ქმედებებით ოფიციალური პირების სიკვდილამდე მიყვანაში, პოლიტიკურ მკვლელობებში, დამამცირებელ მოპყრობაში, სისტემატურ ძალადობაში ეთნიკური უმცირესობების წინააღდეგ, იძლებით შრომასა და წამებაში.
მათ შორისაა ბრიტანული საინვესტიციო ფონდის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის გახმაურებული შემთხვევაც. მაგნიტსკიმ კორუფციაში დაადანაშაულა რუსი ოფიციალური პირები, რის გამოც 11 თვე გაატარა პოლიციის განყოფილებაში და სასტიკი წამების შემდეგ 2009 წელს საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.
სანქციები მოიცავს ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს ბრიტანეთში და მიმართული იქნება, როგორც უშუალოდ ამ დარღვევების ჩამდენ პირებზე, ასევე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც აღნიშნული ქმედებებით გარკვეულ სარგებელს იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა პირველად მიიღო მსგავსი ზომები გაეროსა და ევროკავშირისგან დამოუკიდებლად. ეს ნაბიჯი 2018 წლის „სანქციების აქტს“ მოჰყვა, რომლის მიზანი იყო ბრექსიტის შემდეგ სანქციების დამოუკიდებელი რეჟიმის შექმნა. თუმცა დიდი ბრიტანეთი ვალდებულია შეასრულოს ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები 2021 წლის 1 იანვრამდე.
რააბის მიხედვით, დამნაშავეების ეს სია საჭირო ზომების მიღების მხოლოდ პირველი ნაბიჯია და დროთა განმავლობაში სია კიდევ უფრო გაფართოვდება.