უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. ქვეყანა უკვე 29-ედ აღნიშნავს 1991 წელს საბჭოთა კავშირისაგან გათავისუფლებისა და მისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას.

უკრაინის ნაციონალურ დღესასწაულს Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, რომელმაც უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, გამოხატა მათდამი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენულობასა და ტერიტორიულ ერთიანობას.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურა საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძეც, რომელმაც სახელმწიფოს კეთილდღეობა, სიმშვიდე და წარმატება უსურვა დემოკრატიულ და სახელმწიფო ღირებულებების გაძლიერებაში. ამასთან, მანვე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობა სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი გამოწვევა გადალახონ და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს.