უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მღვდელმთავრებს მოუწოდა ღვთისმსახურება ონლაინ ჩაატარონ და მაქსიმალურად აირიდონ თავიდან მრევლის ერთ სივრცეში შეკრება.
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ მღვდელმთავრებს, ვისაც ესმის საფრთხის არსი და მსახურებებს ეკლესიის ნაცვლად, ხალხის გარეშე, ონლაინ ატარებენ. დარწმუნებული ვარ, მალე სხვა კონფესიებიც შეუერთდებიან ამ პრაქტიკას, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო დაინერგა. დღეს ხალხს ნამდვილად სჭირდება რწმენა, თუმცა ელემენტარული უსაფრთხოება არანაკლებ საჭიროა.“ – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხე მოუწოდა ყველა მოქალაქეს, დარჩნენ სახლებში და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ.
ამ დროისთვის (24 მარტი, 00:20) უკრაინაში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსისგან განიკურნა 1 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3.