უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ის ამჟამად თვითიზოლაციაშია ბალმორალის სასახლეში, შოტლანდიაში.
პრინცი ჩარლზი მონაკოს პრინც ალბერტთან შეხვედრიდან ორ კვირაში გახდა ავად. აღსანიშნავია, რომ ალბერტს კორონავირუსი 10 მარტს დაუდგინდა, სწორედ ამ დღეს კი ის WaterAid-ის შეხვედრაზე პრინც ჩარლზის მოპირდაპირედ იჯდა.
COVID-19-ის ტესტი პრინც ჩარლზის მეუღლემაც გაიკეთა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რჩევით, პრინცი და მისი მეუღლე ამჟამად, როგორც უკვე ვთქვით, თვითიზოლაციაში არიან, შოტლანდიაში.
მიუხედავად პრინცის წარმომადგენელის განცხადებისა, რომ რთული დასადგენია, თუ როდის და სად დაინფიცირდა უელსის პრინცი, ბევრი თვლის რომ ახალი ტიპის კორონავირუსი მას სწორედ მონაკოს პრინცისაგან გადაედო.
სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამჟამად ცალ-ცალკე, ლონდონისგან მოშორებით იმყოფება, თვითიზოლაციაში.