გარკვეული აკრძალვების მოხსნის პარალელურად, ბრიტანეთის სახელმწიფომ ეკონომიკური ზიანის შემსუბუქება მოსახლეობის რესტორნებში ვიზიტის წახალისებით გადაწყვიტა. შემუშავებული სქემა რესტორების ანგარიშების სანახევრო დაფარვას გულისხმობს. ამ და სხვა ტიპის წახალისებებისთვის 30 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოიყო.
ბრიტანეთის კანცლერის მიერ შემოთავაზებული Eat Out to Help Out პროგრამის მიხედვით, რესტორნებში კერძების შეძენა, რომელთა ღირებულება არ აღემატება 20 გირვანქა სტერლინგს, 50 პროცენტიანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. ფასდაკლება ძვირადღირებულ რესტორნებზეც გავრცელდება. ეს შემოთავაზება ძალაში იქნება მხოლოდ აგვისტოს თვეში, ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით და მასში არ შევა ალკოჰოლური სასმელები.
კანცლერი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის რესტორნებისა და კაფე-ბარების პოპულარობას და დაიცავს ამ სფეროში მომუშავე 1.8 მილიონ ადამიანს.